შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალომ კობოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 1937 წელს თბილისში ებრაული კულტურისა და ისტორიის მუზეუმის დარაჯად დაიწყო მუშაობა და აქვე დაიწყო ებრაულ თემაზე ხატვა. ხატავდა ყოფით სცენებს თბილისის, თბილისელ ებრაელთა ცხოვრებიდან. დღემდე მოღწეული მისი ნამუშევრები შექმნილია 1937-1941 წლებში. კობოშვილის ნახატები მიეკუთვნება პრივიტივიზმის ჟანრს. ყველა ნამუშევარი ეხება ქართველი ებრაელების ცხოვრებისეულ სცენებს. ნახატები შესრულებულია ზეთში ან წყლის საღებავებით ქაღალდზე. მისი ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. თვითნასწავლი მხატვარი, ნაივისტი. მას ხელოვნებათმცოდნეები ხშირად, ებრაელ ფიროსმანად მოიხსენიებენ. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.604
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |