Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიშა კოსტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში (1924–1928, 1931–1934, 1955–1956); იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი(1928–1931, 1935–1945, 1956–1979). წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. როლები: იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გაიოზი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", "შამილი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ილარიონი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა. 1934-1940 წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის თოჯინების თეატრში, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. იმავდროულად, 1936–1938წწ. ხელმძღვანელობდა ბათუმის პირველ პროფესიულ თოჯინების თეატრს ("ტიკინების თეატრი"). გადაღებულია ფილმებში "ქალიშვილი გაღმიდან" (ჯაშუში), "ნინო" (არჩილი), "ბაში–აჩუკი" (ფარნა), "მაია წყნეთელი" (ამილახვარი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მოსამართლე, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), "მაია წყნეთელი" (ამილახვარი, 1959), "ღიმილის ბიჭები" (მღვდელი, ორივეს რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969) და სხვა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.611; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 186 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |