შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ვასილიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1907 წელს. თავდაპირველად მუშაობა დაიწყო პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე; 1920 წლიდან თბილისშია და მოღვაწეობს წყალთა მეურნეობის სამმართველოში ინჟინრად; შეისწავლა მდინარე ხრამი და შეადგინა მისი გამოყენების სქემა, რითაც სათავე დაუდო ხრამხესის მშენებლობას; ორი წლის შემდეგ ზაჰესის მშენებლობაზე ხელმძღვანელობს ელექტრომექანიკურ განყოფილებას; მშენებლობის დამთავრებისთანავე აწინაურებენ რიონჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; გამოცდილი სპეციალისტი პარალელურად ამიერკავკასიის საგეგმო კომიტეტის კონსულტანტია ელექტროფიკაციის საკითხებში; 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1926 წელს აირჩიეს პროფესორად; იგი ელექტრონიკის დარგში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; ინჟინერ-ჰიდროლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.145
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |