The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ვასილიევი

ალექსანდრე ვასილიევი
Date of birth:1883
Date of death:1928  (at 45 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1907 წელს.

თავდაპირველად მუშაობა დაიწყო პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე; 1920 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა წყალთა მეურნეობის სამმართველოში ინჟინრად; შეისწავლა მდინარე ხრამი და შეადგინა მისი გამოყენების სქემა, რითაც სათავე დაუდო ხრამხესის მშენებლობას; ორი წლის შემდეგ ზაჰესის მშენებლობაზე ხელმძღვანელობდა ელექტრომექანიკურ განყოფილებას; მშენებლობის დამთავრებისთანავე დააწინაურეს რიონჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; გამოცდილი სპეციალისტი პარალელურად ამიერკავკასიის საგეგმო კომიტეტის კონსულტანტი იყო ელექტროფიკაციის საკითხებში; 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1926 წლიდან პროფესორი. ელექტრონიკის დარგში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინჟინერ-ჰიდროლოგი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.145; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.149


Share: