The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ვაჩეიშვილი

დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 1964  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსკოვის ექსპერტ-კრიმინალისტების უმაღლესი კურსები; სწავლობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში.

მუშაობდა რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით კრიმინალისტურ ლაბორატორიაში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე; სასამართლო-სატრანსპორტო სასამართლო-ბალისტიკური კრიმინალისტური ექსპერტიზის წარმატებით ჩატარებისათვის მან რამდენჯერმე დაიმსახურა ზემდგომი ორგანოებისაგან მადლობები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, მდივნის თანაშემწე (1948-1952)

გააზიარე: