The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ზამბახიძე

ვლადიმერ ზამბახიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 1974  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს.

ჭაბუკობიდანვე ჩაება შრომით საქმიანობაში; მუშაობა დაიწყო გაზეთ "საბჭოთა მასწავლებლის" რედაქციაში; 1963 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორია; მისმა მეცნიერულმა და შემოქმედებითმა ინტერესებმა იგი აქცია ქართული პედაგოგიური აზროვნებისა და XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარად; მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ილია ნაკაშიძე", "ლიტერატურული წერილები", "დიდი სამოციანელი", "ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიური იდეები"; მან განსაკუთრებული ამაგი დასდო ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის კვლევას; იგი იყო მის თხზულებათა მრავალტომეულის რედაქტორიც.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.155

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: