შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სონღულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის მიმართულებით 2004 წელს; მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, ეკონომიკური მეცნიერების გაცვლითი პროგრამა 2001 წელს; კავკასიის ბიზნესის სკოლა მარკეტინგის სპეციალობით 2006 წელს; გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი 2009 წელს; ტელეკომპანია "მზე", გაყიდვების მენეჯერი (2003);საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე (2004); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი (2004); 2004-2006წწ. სს "საქართველოს ბანკის" შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2016წწ. შპს "ედრესის" მმართველი დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №24 მაჟორიტარული ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 მაჟორიტარული ოლქიდან; 2024წ. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი, №10 გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან; 2024 წლიდან - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |