The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანლუკა მარჩიანო

ჯანლუკა მარჩიანო
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1976  (47 წლის)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლა სპეზია, იტალია.

სწავლობდა ფლორენციის მუსიკალურ აკადემიაში.

2001 წლიდან თანამშრომლობდა რომის, პარმის, გენიუს, ფლორენციის სოპერო თეატრებთან; 2002 წელს მიიწვიეს ლიუბლიანას საოპერო თეატრის დირიჟორად, ლ. ვოლტოლინის ასისტენტად; 2005 წელს იყო დ. როზბერგის ასისტენტი საპრემიერო დადგმებში: გუნო "ფაუსტი", ოფენბახი "რაინის ალები"; 2011-2014წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი; ალ ბუსტანის(ლიბანი) მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი; რეპერტუარი ევროპისა და თბილისის სცენებზე: გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(2011, თბილისი), ვერდი "ტრავიატა", "აიდა", "ნაბუქო", "ატილა", "რიგოლეტო", "ბედის ძალა", "ერნანი"(თბილისი), ჰენდელი "რადამისტო"(თბილისი), მოცარტი "მითრიდატე, პონტოს მეფე", "დონ ჟუანი", "ჯადოსნური ფლეიტა", როსინი "სევილიელი დალაქი", პუჩინი "ტოსკა", ოფენბახი "რაინის ალები", პულენკი "ტირეზიას მკერდი", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", ბოროდინი "თავადი იგორი", დებიუსი კანტატა "რჩეული ქალწული", როსინი "Stabat Mater"(თბილისი); გასტროლები: აშშ, ინგლისი, ჩენეთი, ლიტვა, ლიბია; თბილისში მოღვაწე იტალიელი დირიჟორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 299

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იტალიის ეროვნული და საერთაშორისო კონკურსები (ლაურეატი)

გააზიარე: