შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზანდუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არანისი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1913 წელს. 1913 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა; 1921-1929წწ. იყო თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის გამგე და ამავე დროს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს და ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; სხვადასხვა დროს განაგებდა ახალი ქართული ლიტერატურის კათედრას, იყო ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი; მას დიდი წვლილი მიუძღვის სწავლების პროცესების მეთოდიკის დახვეწაში, სასწავლო პროგრამებისა და სწავლების პროცესების გარდაქმნაში; თაობებისათვის სამაგიდო წიგნად იქცა მიხეილ ზანდუკელის სამტომეული, რომელშიც საფუძვლიანადაა გაანალიზებული გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების საკითხები; ფუნდამენტური შრომები უძღვნა ავტორმა ვაჟა-ფშაველას, ილიას, შიო არაგვისპირელს, თერგდალეულთა შემოქმედებას. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.165 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |