The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზანდუკელი

მიხეილ ზანდუკელი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1968  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არანისი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1913 წელს.

1913 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა; 1921-1929წწ. იყო თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის გამგე და ამავე დროს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს და ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; სხვადასხვა დროს განაგებდა ახალი ქართული ლიტერატურის კათედრას, იყო ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი; მას დიდი წვლილი მიუძღვის სწავლების პროცესების მეთოდიკის დახვეწაში, სასწავლო პროგრამებისა და სწავლების პროცესების გარდაქმნაში; თაობებისათვის სამაგიდო წიგნად იქცა მიხეილ ზანდუკელის სამტომეული, რომელშიც საფუძვლიანადაა გაანალიზებული გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების საკითხები; ფუნდამენტური შრომები უძღვნა ავტორმა ვაჟა-ფშაველას, ილიას, შიო არაგვისპირელს, თერგდალეულთა შემოქმედებას.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: