The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა საერთაშორისო სამართალი; მიღებული აქვს ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში.

1996-1998წწ. თბილისის მერიის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1998-1999წწ. თბილისის მთავროპის პრემიერის მოადგილის თანაშემწე; 1999-2000წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი; 2000-2001წწ. "ტასისის" ეროვნული ექსპერტი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების დარგში; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; 2000-2001წწ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; 2002-2003წწ. "გოპა კონსალტინგის" ადგილობრივი ექსპერტი; 2001-2003წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 2003 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნული პროექტის იურიდიული მრჩეველი; 2004 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 2004-2008წწ. ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) მისიის საქართველოში მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში; 2005 წლიდან წამების, არაადამიანური და ღისების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის კომიტეტის (CRT) წევრი, სტანდარტების დამდგენელი ჯგუფის თავმჯდომარე; 2008-2016წწ. "ჰიუმან დინამიქსი"(ავსტრია), რაულ ველენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტი (შვედეთი), "ომბუცმენის აპარატის ხელშეწყობა" (საბერძნეთი); 2009-2012წწ. საქართველოს სახალხო დამცველი; 2012 წლიდან გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UNCAT) წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, მომხსენებელი; 2012 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი; 2013-2016წწ. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) დამფუძნებელი, თავმჯდომარე; 2014-2016წწ. კომპანია "ჰიუმან დინამიქსის" ევროკავშირის პროექტის "საკონსტიტუციო სამართლის ხელშეწყობა" მთავარი ექსპერტი.

წყარო: http://www.parliament.ge/ge/mp/5639

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის რასიზმთან შეუწყნარებლობის ბრძოლის კომისია, წევრი (2013-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“, წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის", წევრი (2016-2017)

გააზიარე: