შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მარჯანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი(ჩასაბერი საკრავები). 1921-1923წწ. იყო ტყიბულის სასულე ორკესტრის ხელმძღვანელი; 1926-1927წწ. ქ. ქუთაისის დრამატული თეატრის ორკესტრის მუსიკოსი(ხელმძღვანელი კ. მარჯანიშვილი); 1937-938წწ. ქ. ქუთაისის კულტურის სახლის ორკესტრის ხელმძღვანელი, 1939 წლიდან დრამატული თეატრის ორკესტრის დირიჟორი, 1944 წლიდან მუსიკალური ნაწილის გამგე; 1941 წლიდან პარალელურად ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის საორკესტრო კლასის პედაგოგი; გრიგოლ მარჯანიშვილის მიერ მუსიკალურად გაფორმებული პირველი დრამატული სპექტაკლი: ა. ოსტროვსკი "ლამაზი მამაკაცი"(1944). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 299 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |