The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ზედგინიძე

დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1983  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში.

მწერალს დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი ჟურნალისტიკის წინაშე; იყო გაზეთ "ნორჩი პიონერის", რედაქტორი, გაზეთ "კომუნისტის", საქდესის კორესპოდენტი, სხვადასხვა ჟურნალის ლიტერატურული მუშაკი; თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი; სრულიად ახალგაზრდამ, დაბეჭდა პირველი ნაწარმოებები რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი თავის მოთხრობებით, ნარკვევებით, თარგმანებით, პუბლიცისტური წერილებით, რომანებით ფართო გზას იკვლევს მკითხველებისაკენ; საზოგადოებამ გულთბილად მიიღო მისი მოთხრობების კრებული, რომანები - "იღვიძებენ მთები", "გაზაფხული დაიწყო ადრე", "უბატონო ქვეყანა", "მიხა ჩხეტიანი"; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, უზბეკურ, ლიტვურ ენებზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პროზაიკოსი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.156

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: