The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავა
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1976  (47 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1999 წელს.

1997-2004 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი; 2005-2016წწ. დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მდივანი; 2016 წელს პარტია "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მრჩეველი; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2016 წელს დედოფალი ელისაბედ II-ის მიერ მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ჯილდო (MBE) ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის; 2020 წლის აპრილში დაინიშნა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად.

წყარო: საქართველოს პარლამენტი ვებგვერდი: parliament.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.156

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)

გააზიარე: