The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა მარჯანიშვილი

ზაზა მარჯანიშვილი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1992 წელს.

1974-1982წწ. უკრავდა ანსამბლ "ნერგებში"; 1986 წლიდან მოღვაწეობს როგორც პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი; 1989 წელს ჩამოაყალიბა ჯაზ-სეპტეტი, რომელიც ასრულებდა მის კომპოზიციებს, 1989-1993წწ. ფოლკ-ჯაზ ჯგუფის "ადიოს" წევრი, პარალელურად ჩამოაყალიბა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯაზ-კვარტეტი "ზაზა მარჯანიშვილის კვარტეტი"(პ. ანდრიაძე - ბასი, მ. ღაღანიზე - სხვადსხვა სახეობის ინსტრუმენტი და ვოკალი, დ. ინასარიძე - დასარტყამი, ზ. მარჯანიშვილი - კლავიშიანი ინსტრუმენტი); 1994 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში, სადაც 1994 წელს დააარსა "ზაზა ჯგუფი", ამავე წელს "ZAZA-JAZZ STUDIOS"; 1996-2002წწ. მუშაობდა ჰოლივუდში "GOLD-MORE PRODUCTIONS" და "OMICRON PRODUCTIONS"; მონაწილეობდა: ნიუ-ორლეანის, ლოს-ანჯელესის ფესტივალებში საავტორო კონცერტებით, ასევე, მოსკოვში, პეტერბურგში, ვენაში; როგორც პროდიუსერს გამოცემული აქვს 150-ზე მეტი ალბომი; მისი მუსიკა სრულდება საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში; თხზულებები: მუსიკა მხატვრული კინო-ფილმებისათვის: "ზნედაცემული ანგელოზი"(1993, ე. აბულაძესთან ერთად, რეჟისორი მ. კიკალეიშვილი), "ეჭვის ჩრდილი"(1998, "Shadow of doubt", თანაკომპოზიტორი, აშშ, რეჟისორი რ. კლაისერი), "ქურდი"(2005, საქართველო, რეჟისორი ზ. მერაბიშვილი); მოკლემეტრაჟიანი: "ერთხელ გარიყულაში"(2014, რეიჟისორი ზ. მაღალაშვილი); ანიმაციური: "ტელეფონი"(1988, აშშ); ტელესერიალი: "ვარსკვლავების კარიბჭე"(1997), "შესაძლებლობის ზღვარს მიღმა"(1998); დოკუმენტური ფილმები: "North Africa", "Egipt", "Asia", "Fang Shui"(5 სერია); მუსიკალური სპექტაკლები: ჩეხოვის პიესების კრებულის საღამო(2007, აშშ), "აჩრდილი"(2012, ლიტვა, აშშ-ს პროდუქცია), "კონკია"(2013, აშშ), "საზღვრები"(თბილისი, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი); სარეკლამო რგოლები: ("Crysler"-ისათვის); თრეილერი: "რალი კოსმოსში"(1999), "ძველი დაფდაფის ამბავი"(2000); სან-ფრანცისკოში კომპანია "მედია-გრაალი"-ს ვებ-გვერდის კომპოზიტორი; კინოსა და თეატრის კომპოზიტორი, თანამედროვე კლასიკისა და ჯაზის მუსიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 299


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის შეერთებული შტატების კომპოზიტორთა კავშირი ASCAP, წევრი (1997-)

გააზიარე: