The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მაღალაშვილი

რევაზ მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1995  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1943-1945წწ. სწავლობდა თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში, სწავლა განაგრძო თბილისის ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში.

1945-1968წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1957 წელს ბერლინში მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ფესტივალის მონაწილე; 1968-1974წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი; 1974 წლიდან მოსკოვის დიდ თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი, მიჰყავდა უცხოელი მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლების კურსი; ქართული რეპერტუარი: მთელი რიგი წამყვანი პარტიები, მათ შორის: ჯარჯი(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დავრიში(გრ. კილაძე "სინათლე"), მამია, სარდალი, სიკვდილის ცეკვა(დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ოტელო(ა. მაჭავარიანი "ოტელო"); სხვა რეპერტუარი: მეგობარი(კრეინი "ლაურენსია"), ბაზილი, ესპადა(მინკუსი "დონ-კიხოტი"), ზიგფრიდი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ვაცლავი, ნურალი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), მა ლი-ჩენი, ლი შანფუ(გლიერი "წითელი ყაყაჩო"), ყაჩაღი(მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), ბილი(გერშვინი "რაფსოდია ბლუზის სტილში"), პა დე-დე("კორსარი"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ყივჩაღთა ცეკვები(ბოროდინი "თავადი იგორი"); ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: