The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა შალელაშვილი

შოთა შალელაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1987 წელს.
1976-1978წწ. სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღის მუშა; 1984-1985წწ. მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს უფროსი; 1985-1987წწ. სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1987-1989წწ. სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1991წწ. ასოციაცია "საქართველოს" სამტრედიის ფილიალის დირექტორი; 1991-1993წწ. მოსკოვის კომერციული ბანკის "პროგრეს-ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი; 1993-1995წწ. მრავალდარგობრივი კომპანია "სოფას" გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. "ინტერის" დირექტორი; 2000-2002წწ. "დაგრეგოს" გენერალური დირექტორი; 2002-2005წწ. შპს "ოპალლის" დირექტორი; 2005-2009წწ. "ტრანსსერვისის" დირექტორი; 2009-2014წწ. შპს "სანტრეას" დირექტორი; 2014-2015წწ. შპს "სავინიონის" დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" , წევრი (2016-2019)

გააზიარე: