შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი შიოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; ამავე ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტი 2006 წელს. სპეციალობა ბიზნესის სამართალი და სამართალმცოდნეობა. 2005-2006წწ. შპს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი; 2006-2007წწ. შპს "მშენებლობის პროექტების" სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი; 2007-2009წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2009-2010წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2012წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2012-2013წწ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2013-2016წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარლის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში) სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს №25 საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |