The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი ჩანქსელიანი

გოდერძი ჩანქსელიანი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია იურისტის კვალიფიკაციით 1994 წელს.

1989-1990წწ.  აფხაზეთის შსს დაცვის პოლიციის რიგითი პოლიციელი; 1994-2000წწ. საქართველოს შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გმს ინსპექტორი; 2000-2001წწ. საქართველოს შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსი; 2001-2003წწ. შსს ქვემო ქართლის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი; 2003-2004წწ. შსს ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2004-2016წწ. შპს "ბევრილი ჯგუფის" დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.  პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.342

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი , წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა", წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" , წევრი (2016-2016)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • 1999 - მედალი "მხედრული მამაცობისათვის"
    ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის, განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედთა ორგანიზებული ჯგუფების დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის

გააზიარე: