შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ცქიტიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სპეციალობით 1998 წელს; ვაიომინგის უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტის კვალიფიკაციით 2013 წელს. 1990-1991წწ. ა/კ რკინიგზის თბილისის განყოფილების აკად ე. კ. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ახალშობილთა პალატის სანიტარი; 1998-2012წწ. საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო კომისიის პრეზიდენტი; 1998-2004წწ. დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი; საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტის, დსთ-ს სამმართველოს მესამე მდივანი (2005); 2005-2006წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2008-2012წწ. ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი; პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრი, ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი (2012); 2016-2020წწ. საქართველოს მე-90 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |