შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო წილოსანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 2002 წელს; 2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი (Association of Chartered Certified Accountants); 2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები. 2003-2007წწ. მუშაობდა ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 2008-2011წწ. "ვაგონმშენებელი კომპანიის" საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად; 2008-2016წწ. შპს "ვაგონშემკეთებელი კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 2012-2016წწ. ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |