The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო კოტეტიშვილი

ლადო კოტეტიშვილი
Legal name:ვლადიმერ კოტეტიშვილი
Date of birth:22 November, 1895
Date of death:18 February, 1940  (at 44 years)
Burial location:პეტრე-პავლეს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა  ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს.

1922-1924წწ. მუშაობდა სოფლის ექიმად თელავის რაიონში; 1924-1932წწ. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1932-1940წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად ეგრეთწოდებულ სახალხო მედიცინის დარგში. ტექსტოლოგიურად დაამუშავა და გამოაქვეყნა ძველი ქართული სამედიცინო წერილობითი ძეგლები: "წიგნი სააქიმო" (1936), "იადიგარ დაუდი" (1938), "უსწორო კარაბადინი" (1940). გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ექიმი იყო, წერდა, ხატავდა, აქანდაკებდა... "ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდა მისი მოთხრობები: "კეთროვანთა ზღაპრები", "გოჩმანა", "მიმქრალი ჩრდილები". ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189


Share: