შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო კოტრიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს. 1955–1970წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოში". ასევე გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში. სსრკ–ის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 260 მატჩი. თბილისის "დინამოს" რიგებში გახდა სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ–ის თასის ფინალისტი (1960). ნაკრებთან ერთად ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი. სსრკ წლის საუკეთესო მეკარე და ჟურნალ "ოგონიოკის" პრიზიორი (1962). 1971–73წწ. თბილისის "დინამოს" მწვრთნელი. დასახელდა საქართველოს XX ს. საუკეთესო მეკარედ (1999). გამოირჩეოდა სწრაფი რეაქციით და ულამაზესი ნახტომით. ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.391; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.192 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |