The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო კოტრიკაძე

სერგო კოტრიკაძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1936
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 2011  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს.

1955–1970წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოში". ასევე გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში. სსრკ–ის უმაღლეს ლიგაში  ჩაატარა 260 მატჩი. თბილისის "დინამოს" რიგებში გახდა სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ–ის თასის ფინალისტი (1960). ნაკრებთან ერთად ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი. სსრკ წლის საუკეთესო მეკარე და ჟურნალ "ოგონიოკის" პრიზიორი (1962). გამოირჩეოდა სწრაფი რეაქციით და ულამაზესი ნახტომით. ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე.

 წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.391

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1969 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: