შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგუცა კუპრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული დრამატურგიული ფაკულტეტი 1927 წელს. 1926 წელს მსახიობად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო შ. რუსთაველის თეატრში; 1927–1928წწ. თბილისის მუშათა თეატრში, ხოლო 1928–1957წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, იყო მისი ერთ–ერთი დამაარსებელი. მან შექმნა ბიჭუნების (ე.წ. ტრავერსი) დაუვიწყარი სახეები მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე: თავისუფლების მოტრფიალე ინგლისელი ჯონი ("რობინ ჰუდი"), დოყლაპია ვახუშტი ("ნაცარქექია"), დაბეჩავებული გიქორი ("გიქორი"), ხულიგანი ნუკა ("აურიე რგოლი"), მხიარული რუსი ბიჭი გრიშუტკა ("კიკვიძე") და სხვა. არანაკლებ მომხიბლავი იყო მსახიობი გოგონებისა და ქალების როლებში: ზანგი ბეკი ("ალმასის საბადოები"), წუნია გასათხოვარი ("კომბლე"), ცელქი კატო ("ქაჯანა"), მოხუცი ძიძა ("რომეო და ჯულიეტა") და სხვა. მისი სამსახიობო ოსტატობის ინდივიდუალობა გამოიხატებოდა ხალისიანი, ტემპერამენტიანი ბიჭუნების (ე. წ. ტრავესტი) როლების წარმატებით შესრულებაში. მხატვრული სახეების მისეული განხორციელება ხასიათდებოდა სიღრმისეული გააზრებითა და შთამბეჭდავი გამომსახველობით. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.616; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |