შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კუხიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1952 წელს დაიწყო მთამსვლელობა. ერთდროულად მისდევდა სხვა სახეობებსაც – ცურვას და სამთო სათხილამურო სპორტს. 1957 წელს დარვაზის ქედის ტრავერსის, 1960 წელს პამირის ზულუმარტისა და იმერალის ტრავერსების დალაშქრისათვის ჩემპიონის ტიტული მიენიჭა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა, 1956 წელს მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ვეცხლის მედალი გადაეცა. 1960 წელს ქართველმა მთამსვლელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ისინი ერთ–ერთი უძლიერესნი იყვნენ და ზულუმართის ქედის ტრავერსისათვის კვლავ დაჯილდოვდნენ ოქროს მედლებით, მათ შორის თეიმურაზ კუხიანიძეც იყო. ალპინისტი. დაიღუპა ტიანშანზე, მწვერვალი "პობედა". 1956 წელს მოსკოვის პიკის დაპყრობისთვის გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.618; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.250-251 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |