The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი
Date of birth:6 June, 1972  (51 years)
Category:Diplomat, Scientist, Politician, Philosopher

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი 1994 წელს;  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1997 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 1999 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2007-2009წწ. გაიარა Kellogg School of Management, Northwestern University (Evanston, USA) da WHU –Otto Beisheim School of Management (Vallendar, Germany) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 

1993-1997წწ. იყო გაზეთ "რეზონანსის" რეპორტიორი, ახალი ამბების რედაქტორი, საერთაშორისო ამბების რედაქტორი; 1997-1998წწ. საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" პრეს-მდივნი; 1997-2001წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; 1998-2002წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2002წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. "სამართლიანი არჩევნებისა" და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. ქალაქ თბილისის მერი; 2002-2003წწ. გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ); 2005-2010წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; 2011-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაერო-სგანყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2012 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2012-2013წწ. კახეთის გუბერნატორი; 2016-2020წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.186

Member of Organizations

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები", წევრი (2017-)

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Share: