The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ირემაძე

ქეთევან ირემაძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 1945  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო ლიტეტრატურული მოღვაწეობა; ნიჭთან ერთად გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით; მან მკითხველს გააცნო რუსი და ევროპელი კლასიკოსების ქმნილებები; ქართულად აამეტყველა აბატ პრევოს "მანონ ლესკო", ბალზაკის "ოცდაათი წლის ქალი", დიდროს "რამოს ძმისწული", მერიმეს "კარმენი", დიუმას "ქალი კამელიებით", კოსტანის "ადოლფი", ტანიანოვის "კიუხლია"; ქართულიდან რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები; დაწერილი აქვს მონოგრაფიები ბარბარე ჯორჯაძეზე, ნინო ორბელიანზე, ეკატერინე გაბაშვილზე, ჭოლა ლომთათიძეზე, შიო არაგვისპირელზე; მას ქონდა ორიგინალური ნაწარმოებები; სამწუხაროდ არ დასცალდა ისტორიული რომანის - "ქეთევანის" დამთავრება, რომლისათვის მასალების მოძიებასა და მომზადებას დიდი დრო შეალია.

წყარო: მამულიშვილთა სავანე./ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. - თბ., 1994. - გვ.192; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.353

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: