The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ხაბაძე

არჩილ ხაბაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე 2002 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე 2004 წელს.

2002-2004წწ. საქართველოს საზღვაო ბანკის საკრედიტო განყოფილების საკრედიტო ექსპერტი; 2004-2005წწ. სს "ინტელექტბანკის" ბათუმის ფილიალის ბიზნეს და კრედიტების მენეჯერი; 2005-2006წწ. სს "ინტელექტბანკის" ბათუმის ფილიალის საკრედიტო განყოფილების უფროსი; 2006-2012წწ. "ბანკი ქართუს" ბათუმის ფილიალის საკრედიტო განყოფილების საკრედიტო ექსპერტი, განყოფილების უფროსი, ფილიალის დირექტორი; 2012-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

გააზიარე: