The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კაკაბაძე

ვასილ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1968  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტში 1909-1916წწ..

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სამხედრო გზების მშენებლობაზე ერზრუმის რაიონში; 1918 წლიდან საქართველოშია და მთელ ძალისხმევას ახმარს ჩვენში ტექნიკური განათლების სათანადო დონეზე დაყენების საქმეს: სათავეში უდგას ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს, არის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი; მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც 1929 წელს გამოეყო და გაფორმდა ინდუსტრიულ ინსტიტუტად; აქ იგი 15 წელიწადს ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ხოლო სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა კათედრას; მისი მეცნიერული მემკვიდრეობა 250-ზე მეტ შრომას მოიცავს, ამასთანავე იყო საქართველოში ტექნიკური აზროვნების აქტიური პროპაგანდისტი და დიდი პოპულარიზატორი, კერძოდ მეცნიერის ქმედითი მონაწილეობით დაარსდა პირველი ქართული ტექნიკური ხასიათის ჟურნალი ტექნიკა და ცხოვრება, რომლის პირველი რედაქტორიც თვითონ იყო; ქიმიკოსი, დოქტორი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების რესპუბლიკური გამგეობა, თავმჯომარე
  • ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: