შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საურმაგ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული განყოფილება 1950 წელს; დაუსწრებლად ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1960 წელს სამუშაოდ მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების კავკასიურ კაბიეტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა; გახდა აღიარებული კავკასოლოგი, შესანიშნავი წყაროთმცოდნე, არქეოგრაფი, პალეოგრაფი; მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული საისტორიო ძეგლების ტექსტოლოგიურ კვლევას, შეისწავლა და გამოსცა XI-XIX საუკუნეთა 720 ქართული ხელნაწერი დოკუმენტი, რომლებშიც მრავალი უნიკალური საბუთია; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლთა რუსულად თარგმნის საქმეში; მან რუს საზოგადოებას გააცნო ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებანი, "ძეგლი ერისთავთა" და სხვა მრავალი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.199
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |