Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1924 წელს; გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის ქიმიური განყოფილება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ქიმიის კათედრებს სხვადასხვა ინსტიტუტში; 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრას; 1936-1939წწ. იყო თბილისის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი; მისმა შრომებმა ტრიქსოტროპიული გელების სტრუქტურისა და თვისებების შესახებ, მის მიერ წამოყენებული ლაბების კლასიფიკაციამ და სხვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კოლოდიური ქიმიის განვითარებაში; მან გამოაქვეყნა ორმოცდაათზე მეტი ნაშრომი ჩვენში და უცხოეთში; იგი როგორც კოლოდიური ქიმიის თვალსაჩინო სპეციალისტი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქიმიკოსთა შორის. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1929 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.202 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |