The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კანდელაკი

ვალერიან კანდელაკი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1983  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ მათემატიკის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე; პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში; დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

თავდაპირველად ხელი მიჰყო იურისტობას; იმ პერიოდში ბათუმის თეატრს სათავეში ედგა გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ჩხარტიშვილი, რომლის მაღალმხატვრულმა სპექტაკლებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს ახალგაზრდა იურისტის შემდგომი ცხოვრების გზა; თავი დაანება თავის პროფესიას და ხელი მოჰკიდა მწერლობას; თეატრმა მოიწონა და დადგა ახალგაზრდა დრამატურგის რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის დიდ სამამულო ომისადმი მიძღვნილი პიესა "ბაბუა თევდორე", რომელიც ასევე წარმატებით იდგმებოდა ჭიათურის თეატრის სცენაზე; ამას მოჰყვა "სარეველა", "მაია წყნეთელი", "ქართლის ჩირაღდნები", "ნაკრძალში", "დრო-24 საათი", "გრძელი დღე", "ოქროს საწმისი", "აიეტი" და სხვა.; დრამატურგს ეკუთვნის "მაია წყნეთელის" კინოსცენარი, რომელიც რეზო ჩხეიძემ გადაიღო; მისივე სცენარით განხორციელდა სატელევიზიო დადგმები - "მოლოდინი" და "იხატებოდა სურათი".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.202; საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: