The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კანდელაკი

ირაკლი კანდელაკი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1970  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1932 წელს.

კინოში გვიან მივიდა და თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა მას; აღსანიშნავია რეჟისორის მიერ სამამულო ომის პერიოდში შექმნილი ფილმები; ირაკლი კანდელაკმა ქართული დოკუმენტური კინო გაამდიდრა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: "ფერეიდანელი ქართველები", "მტკვრის კვალდაკვალ", "წელიწადის ოთხი დრო", "სამგორი", "ძველი ქალაქის გაზაფხული", "დიოსკურია", "იზმირის საერთაშორისო გამოფენა" და სხვა; ბოლო წლებში ხელოვანი დაუბრუნდა ირანის თემას, იმოგზაურა იქ და შექმნა ფილმები: "თეირანის შთაბეჭდილებები" და "შირაზი, ისპაჰანი, პერსოპოლი"; კინოდოკუმენტალისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.203

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: