The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ლაფაჩი

ნინო ლაფაჩი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1992  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1930 წელს.

1930–1969წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1969–1972წწ. მოღვაწეობდა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის ქართულ თეატრში. მისი საუკეთესო როლებია: ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი"), ნენო (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო") და სხვა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.620

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: