შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური ლაფერაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული სტიდია 1946 წელს. 1946–1956წწ. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1956 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისის კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1958 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იყო სახასიათო, დრამატული და კომედიური როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მნიშვნელოვანი როლები: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – ზურაბი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), უშანგი (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი") და სხვა. დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში: "ჩრდილი გზაზე" (გიორგი ჩოხელი), "საბუდარელი ჭაბუკი" (გიორგი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მერაბი), "მამლუქი" (ჰუსეინ–აღა), "ღვინის ქურდები" (ფირუზა) და სხვა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.620; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.301
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |