The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ლეკვეიშვილი

თინათინ ლეკვეიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1977 წელს.

 ევროპის ჩემპიონი (1970, გულაღმა 100 მ), მეორე (1970, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე (1970, გულაღმა 200 მ) პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი (1969), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1968-71, გულაღმა 100 მ; 1970-72, გულაღმა 200 მ) და სამგზის მეორე პრიზიორი (1968-69, გულაღმა 200 მ; 1972, გულაღმა 100 მ). 1968 წლის მეხიკოს (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV ადგილი, გულაღმა 100 მ – XV, გულაღმა 200 მ – XXV) და 1972 წლის მიუნხენის (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV, გულაღმა 100 მ – X; გულაღმა 200 მ – XX) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. პირადი საუკეთესო შედეგები: გულაღმა 100 მ – 1.06,96 წთ, გულაღმა 200 მ – 2.26,50 წთ. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1970). მოცურავე.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.623

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: