შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ზარდალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. ქუთაისი. 1904-1907წწ. იყო მეზღვაური; 1907 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ დასში; 1910 წლიდან გამოდიოდა თბილისის თეატრებში; 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში რუსეთის მოწინავე თეატრების მუშობის გასაცნობად; 1921-1923წწ. დაინიშნა თბილისის თეატრების კომისრად; 1923-1926წწ. ქუთაისის დრამატული დასის ხელმძღვანელია, ხოლო შემდეგ 1928 წლამდე ფოთის თეატრში მუშაობდა; 1927 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა; 1928 წელს კ. მარჯანიშვილმა თავის დასში მიიწვია მსახიობად; მის მიერ შესრულებული როლებია: კრეჩინსკი (სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), მუროვი (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშევე"), ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის "სამშობლო"), სოლეიმანი (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ჩაცკი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), ედგარი, იაგო (შექსპირის "მეფე ლირი", "ოტელო") და სხვ. თამაშობდა სახასიათო და კომიკურ როლებს კომედიებში და ვოდევილებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 4.-თბ.,1979.-გვ.484; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |