The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ივანიძე

სოსო ივანიძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ივანიძე
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1918  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

უცნობია სად მიიღო თეატრალური განათლება; თბილისში ჯორჯაძის ქუჩაზე ჰქონდა წიგნების მაღაზია, უფრო ბევრს კითხულობდა, ვიდრე ყიდდა, საღამოთი კი ქართულ თეატრში მეფის გვირგვინს იდგამდა ("პატარა კახი") და აკაკის მშვენიერ ლექსს კითხულობდა; როლები: როტმისტრი ("სამხედრო ბანაკი"), ბერი ("ღალატი"), მოხუცი გელა ("პატარა კახი"), პეპო; გეურქა ("მზის დაბნელება"). საუკეთესოდ ანსახიერებდა მოხუცი მამების როლებს. იგი სცენის მოყვარულთაგან ადგენდა წრეებს, მონაწილეობდა დაბა-სოფლებში მოწყობილ წარმოდგენებში; განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმ დროინდელ ღარიბ მოსახლეობაში.

წყარო: სცენის ოსტატები.-თბ.,1951.-გვ.105


გააზიარე: