The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა მაქარაშვილი

ლელა მაქარაშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს (საკომპოზიციო).

1996-1999წწ. იყო დ. თორაძის სახელობის მუსიკალური სტუდიის პედაგოგი(კომპოზიცია, ფორტეპპიანო); 1999-2000წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპიუტერული მუსიკალური პროგრამები); 2002 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის კონსერვატორიის ელექტრო-აკუსტიკურ სტუდიაში "ტერმენცენტრი"; 2003-2005წწ. "დები ჭოხონელიძეების საბავშვო სტუდიის" ხმის რეჟისორ-ოპერატორი; 2005-2007წწ. ფოლკლორული ანსამბლი "სათანაოს" წევრი; 2005 წლიდან გამომცემლობა "დიოგენეს" მუსიკალური მასალის კომპიუტერული უზრუნველყოფა; 2004 წლიდან პროექტ "მზევ შინ შემოდიო" სანოტო კრებულის კომპიუტერული ვერსიის შემქმნელი, მომღერალ-შემსრულებელი; 1997-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკის შემოქმედების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი(საარქივო აუდიო მასალის ციფრულ მატარებლებზე გადატანა, კომპიუტერული დამუშავება, არქივიზაცია-კატალოგიზაცია);  2012-2013წწ. ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი(მუსიკალურ-კომპიუტერული კონვერტაცია); 2011 წელს სანოტო კრებულის "აღდგომის საგალობლები და სიმღერები" იდეის ავტორი, შემსრულებელი და თანარედაქტორი; თხზულებები: "სიმფონიეტა" დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1991), მუსიკალური სპექტაკლი "საახალწლო ზრაპარი"(1998), საბავშვო მინი-მიუზიკლი "დათუნია დრუნჩა"; კამერულ-ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "პერფორმაცია" სოლისტისა და ელექტრო ჩანაწერისათვის(2000), "ერთხელ" ვოკალის, არფისა და ელექტრონული ჩანაწერისათვის ვოკალური ციკლი ე. ერისთავის ლექსებზე(2003), სიუიტა არფისა და სიმებიანი კვარტეტისათვის(2006), "მოლოდინი" კამერული ორკესტრისა და სოლისტისათვის(2007), მუსიკა ჯაზ-ბენდისათვის, მინიატურები სიმებიანი კვარტეტისათვის; გუნდი "ჩემი ვედრება", საბავშვო და საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტკლებისა და კინოსათვის; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 301

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საბავშვო სოლო და საანსამბლო სიმღერების კონკურსი, II პრემია

გააზიარე: