| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სასულიერო, საქალაქო და ტექნიკურ სასწავლებლებში. ქართულ ხალხურ მომღერალთა გუნდის ერთი მესვეური. სცენისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე გამოიჩინა, მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში. დიდ სცენაზე პირველად გამოვიდა "ვასილიევის ბაღში", შემდეგ ალ. ნებიერიძის დასში. 16 წლისა გახდა ქართული დრამატული დასის წევრი, სადაც 20 წელი იმსახურა. ასრულებდა უმთავრესად დრამატულ როლებს: ლაერტი "ჰამლეტი", კარლ მოორი ("ყაჩაღები"), მანასე ("ურიელ აკოსტა"), ლევან ხიმშიაშვილი ("სამშობლო"), პეტუა ("ციმბირელი") და სხვ. თბილისის დრამატულ დასთან ერთად წარმოდგენებს მართავდა საქართველოს დაბა-სოფლებში. 1897 წელს სანდრო კავსაძის ლოტბარობით შეადგინა ქართული ხალხური სიმღერების გუნდი, რომლითაც მოიარა მთელი საქართველო სოხუმამდე და ბაქომდე, რითაც ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას შეუწყო ხელი და 30-მდე ქართული ხალხური სიმღერა გაავრცელა. წერდა მოთხრობებს ("კვალი", "ივერია", "თემი", "თეატრი და ცხოვრება") და პიესებს. მას ეკუთვნის პიესები: "ქორწინება სოფლად" (ქართული ოპერეტა), "საკიჭიკმაჭიკო", "ქადაგი სოლომანა", "რევოლუცია და პოლიციელები" და "ყაჩაღი ქიარიმა" (ითარგმნა თურქულ ენაზე). მოღვაწეობდა ისეთ კორიფეებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: შალვა დადიანი, ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ბაბო ავალიშვილი, მაკო საფაროვა და სხვ. მსახიობების ნინო და ელენე სიბილა მჭედლიშვილების მამა. 1925 წელს გაიმართა მისი შემოქმედების 35 წლის იუბილე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.423; სცენის ოსტატები.-თბ.,1951.-გვ.173
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

