The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკო საფაროვა-აბაშიძე

მაკო საფაროვა-აბაშიძე
ოფიციალური სახელი:მარიამ საფაროვა
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1860
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1940  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სცენური მოღვაწეობა დაიწყო 1879 წელს ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში; დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ(მონაწილეობდა ოპერეტებშიც) როლებს: ნატალია(გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), კლოდინა, ტუანეტი(მოლიერის "ჟორჟ დანდენი", "ეჭვით ავადმყოფი"), ელენე, მაშო(ცაგარელის "კუდურ ხანუმ", "ციმბირელი"), ლიზა(გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა(გოგოლის "რევიზორი"), ფაიხოში(დ. ერისთავის "სამშობლო"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ლუიზა(დენერისა და კორმონის "ორი ობოლი"), პოლინა(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"); ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს. ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის მეუღლე და მსახიობ ტასო აბაშიძის დედა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.150


გააზიარე: