შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე შათირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს თბილისის მუშათა თეატრებში ; ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს; პარალელურად ეწეოდა სარეჟისორო მოღვაწეობას; 1909 წლიდან იყო თბილისის სახალხო სახლის მუშათა ქართული დასის რეჟსორი. როლები: ცანცარა, იოთამი(გუნიას "სიძე-სიმამრი", "დედისერთა"), ხლესტაკოვი(გოგოლის "რევიზორი"), ზაგორეცკი(გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), და სხვ.; დადგმები: ტ. რამიშვილის "მეზობლები", ჰ. ჰეირმანსის "იმედის" დაღუპვა", გოგოლის "რევიზორი" და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.676; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |