The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე შათირიშვილი

კოტე შათირიშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე შათირიშვილი
დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:1921  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს თბილისის მუშათა თეატრებში ; ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს; პარალელურად ეწეოდა სარეჟისორო მოღვაწეობას; 1909 წლიდან იყო თბილისის სახალხო სახლის მუშათა ქართული დასის რეჟსორი. როლები: ცანცარა, იოთამი(გუნიას "სიძე-სიმამრი", "დედისერთა"), ხლესტაკოვი(გოგოლის "რევიზორი"), ზაგორეცკი(გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), და სხვ.; დადგმები: ტ. რამიშვილის "მეზობლები", ჰ. ჰეირმანსის "იმედის" დაღუპვა", გოგოლის "რევიზორი" და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.676; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138


გააზიარე: