შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს ალექსი-მესხიშვილის დასში; 1909-1910წწ. სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სარეჟისორო კურსებზე; ქართულ სცენაზე ამკვიდრებდა სამხატვრო თეატრის შემოქმედებით პრინციპებს; მუშობდა თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში; შეასრულა დარისპანის (კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), სოლეიმანის (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), იაგოს (შექსპირის "ოტელო"), დე სილვას (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), და სხვა როლები; დადგა 50-მდე სპექტაკლი (გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "სინათლე", დ. ერისთავის "სამშობლო", კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", იბსენის "დოქტორი შტოკმანი" და სხვ.); დაწერა 7 ("გადაჭრილი მუხა", "უნიადაგონი", "ოჯახი", და სხვ.) და თარგმნა 18-მდე პიესა; 1918 წელს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა ჯაბადარის სტუდიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.678; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |