The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუკრი მაღალაშვილი

ნუკრი მაღალაშვილი
ოფიციალური სახელი:ნუგზარ მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 2018  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს, მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1973 წელს, ლენინგრადის კონსერვატორია 1988 წელს (საბალეტმაისტერო).

1973-1989წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი და პარალელურად პედაგოგ-რეპეტიტორი; მოწაფეები: ლ. ხოზაშვილი; 1989-1996წწ. თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის პედაგოგი (კლასიკური ქორეოგრაფია), 1996-2004წწ. ქ. მერსინის ოპერისა და ბელატის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; ქართული რეპერტუარი: გორდა(დ. თორაძე "გორდა"), მეტოქე(ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"), ყმაწვილი(ვ. კახიძე "ამორძალები"); სხვა რეპერტუარი: კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), სოლორი, ბაზილი (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), სპორტინგლაიფი, პორგი (გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), მერკუციო(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ოტელო (პერსელი "მავრის პავანა"), ტორერო (ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"), ალბერტი(ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო(კრეინი "ლაურენსია"), შახრიარი (ამიროვი "ათასერთი ღამე"); ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ბალ-მასკარადი", სტრავინსკი "ჯარის კაცის ისტორია"; საბალეტო დადგმები: კრეინი "ლაურენსია"2007, აღდგენა), თურქეთის ქ. მერსინის საბალეტო სცენაზე: "არლეკინიადა", "კორსარი", "პარიზის ალი", "მძინარე მზეთუნახავი", "პორგი და ბესი", "ათასერთი ღამე", ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა", ბიზე "კარმენ–სიუიტა", ქ. იზმირის საბალეტო სცენაზე (1999) ადანი "ჟიზელი", ქ. ანკარას სცენაზე (2000) მენდელსონი "ზაფხულის ღამის სიზმარი", ბიზე "კარმენ–სიუიტა"; ცეკვები თურქეთის ქ. მერსინის საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ტრავიატა", მაკედონიის ქ. სკოპლეში გერშვინი "პორგი და ბესი"(2000); გასტროლებით შემოიარა: ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, იტალია, საქართველო (თურქეთის ქ. მერსინის საბალეტო დასთან ერთად); დამდგმელი–ბალეტმაისტერი; ბალეტის მსახიობების სოფიო მაღალაშვილისა და რევაზ მაღალაშვილის ვაჟიშვილი.  

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: