Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიცა მაღლაფერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1969 წელს(ვოკალური), თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს(ენერგეტიკის ფაკულტეტი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს(ვოკალური). 1985–1986წწ. გაიარა სტაჟირება მილანის ლა სკალას აკადემიაში, პედაგოგი ჯ. სიმიონატო; 1975–2010წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(სოპრანო); ქართული რეპერტუარი: ეთერი, მარო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ნაცარქექიას ცოლი(მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"), მზია, ფეფო(ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "ნიშნობა"), შუშანიკი(ბ. კვერნაძე "იყო მერვესა წელსა", პრემიერა 1983), სილვანა(გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა", პრემიერა 1984), რ. ქარუხნიშვილი "გალობანი მარიამ ღვთისმშობლისადმი"(1994, პირველი შესრულება), გ. ჩლაიძე მონო–ოპერა "წიგნი ნესტან–დარეჯანისა"(2005, პირველი შესრულება), ქართველ კომპოზიტორთა რომანსები; სხვა რეპერტუარი: არკაბონინა(ი. ქ. ბახი "ამადის გალელი") მიმი(პუჩინი "ბოჰემა"), პამინა, ცერლინა, დონა ელვირა(მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", "დონ ჟუანი"), დეზდემონა, ამელია(ვერდი "ოტელო", "ბალ–მასკარადი"), ტატიანა, იოლანტა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"); კამერული რეპერტუარი: მოცარტი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, რახმანინოვი; გასტროლები: სსრკ, ბუსეტო, გელზენკირჰენი, ერევანი, იზმირი, სტამბული, ჰამბურგი, მილანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |