The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ჩქვანავა

გელა ჩქვანავა
დაბადების თარიღი:1967  (51 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1986-88 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისში დევნილის სტატუსით. ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია. 2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც, ჟურნალებში: "ნევა", "დრუჟბა ნაროდოვ" და "კრეშატიკი".

წყარო: https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=12

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში
    კოლორიტები : მოთხრობები / გელა ჩქვანავა .-თბილისი : დიოგენე, 2004 .- 380გვ.
  • 2002 - ლიტერატურული ასოციაცია "კვალის" კონკურსი, მესამე ადგილი
  • 2002 - ლიტერატურული პრემია "პენ-მარათონი", პირველი ადგილი
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: