შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს(ვოკალური). 1956–1070წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ტენორი), 1970–1972წწ. ამავე თეატრის სარეჟისორო განყოფილების გამგე, პარალელურად ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; 1972–1976წწ. N12 მუსიკალური სკოლის დირექტორი; ქართული რეპერტუარი: მალხაზი(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), კოტე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ბაში–აჩუკი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", პირველი შესრულება), არსაკიძე(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), გურა(ო. თევდორაძე "ლეგენდა თბილისზე"), კოდალა(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი"), შალვა(ლ. ფალიაშვილი "იავნანა"); სხვა რეპერტუარი: რიპუჩიო(პუჩინი "ჯანი სკიკი"), შუისკი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), თარჯიმანი(პროკოფიევი "სემიონ კოტკო"); გასტროლები: სსრკ, ბულგარეთი, რუმინეთი(თბილისის ოპერის თეატრთან ერთად). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 303
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |