The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური მაღრაძე

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მაღრაძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1977  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს(ვოკალური).

1956–1070წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ტენორი), 1970–1972წწ. ამავე თეატრის სარეჟისორო განყოფილების გამგე, პარალელურად ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; 1972–1976წწ. N12 მუსიკალური სკოლის დირექტორი; ქართული რეპერტუარი: მალხაზი(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), კოტე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ბაში–აჩუკი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", პირველი შესრულება), არსაკიძე(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), გურა(ო. თევდორაძე "ლეგენდა თბილისზე"), კოდალა(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი"), შალვა(ლ. ფალიაშვილი "იავნანა"); სხვა რეპერტუარი: რიპუჩიო(პუჩინი "ჯანი სკიკი"), შუისკი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), თარჯიმანი(პროკოფიევი "სემიონ კოტკო"); გასტროლები: სსრკ, ბულგარეთი, რუმინეთი(თბილისის ოპერის თეატრთან ერთად).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 303

  

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: